სანდრა რულოვსი: 26 ეკონომიურად გაჭირვებული სტუდენტი გრანტს მიიღებს

sandra-rulovsiსააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მასპინძლობით, SOCO-ს ფონდმა, დები ზარანდიების ხსოვნისადმი მიძღვნილი სტიპენდიის პროგრამა დაარსა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, „ნაციონალების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი, სანდრა (ელიზაბედ) რულოვსი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. როგორც რულოვსის სტატუსიდან ირკვევა, გრანტი 8- თვიანი და მას ეკონომიურად გაჭირვებული 26 სტუდენტი მიიღებს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ. „ვიმედოვნებთ, რომ ეს სტიპენდია მათთვის კარგი და წარმატებული სწავლისათვის იქნება სტიმული,“ – წერს რულოვსი.

banner
წინა სტატიაში„აუდიტორია 115“-ის წევრებმა თსუ-ს მე-6 კორპუსის შენობა დაიკავეს
შემდეგი სტატიაგეი-წყვილების მონაწილეობით სოციალურმა რეკლამამ საფრანგეთში სკანდალი გამოიწვია