სანდერსმა უაიომინგის შტატში კლინტონს გაუსწრო

სანდერსმა უაიომინგის შტატში კლინტონს გაუსწრო

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ვერმონტის შტატის სენატორმა, ბერნი სანდერსმა უაიომინგის შტატში აქტივების შეკრებაზე კენჭისყრა მოიგო – CBS News-ი ავრცელებს.
წინასწარი მონაცემებით, სენატორმა 56% აიღო, მისმა ოპონენტმა, აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა კი 44%. თუმცა, ჯამში, კლინტონი და სანდერსი შტატისგან დელეგატების ერთნაირ რაოდენობას მიიღებენ – შვიდ-შვიდს.

გუშინდელი მონეცემებით, ყრილობაზე დელეგატების რაოდენობით კლინტონი ლიდერობს, მას 1754 ხმაზე შეუძლია გაითვალოს, მაშინ, როცა სანდერსს მხოლოდ 1059 ხმა აქვს. საპრეზიდენტო არჩევნებზე გარანტირებულად წარსადგენად აუცილებელია 2383 ხმა.
რესპუბლიკელებიდან ლიდერობს მილიარდელი დონალდ ტრამპი. მას 743 ხმა აქვს, მის მთავარ ოპონენტს, ტედ კრუზს კი 527. საპრეზიდენტო არჩევნებზე გარანტირებულად წარდგენისათვის აუცილებელია 1237 ხმა.
2 ივნისს ეროვნული კონვენტები გაიმართება, სადაც პარტიები წარადგენენ საკუთარ საპრეზიდენტო კანდიდატებს.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში„თოლია“ ნაყინში ნესმის აღმოჩენას უარყოფს
შემდეგი სტატიაბრიუსელში დაკავებულებს საფრანგეთში უნდოდათ ტერაქტის მოწყობა