სან დიეგოს უნივერსიტეტის განცხადებას ავრცელებს!

სან დიეგოს უნივერსიტეტის განცხადებას ავრცელებს!

sandiego 2

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში აცხადებს აშშ-ის საბაკალავრო პროგრამებზე სტუდენტების ადრეულ რეგისტრაციას:  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში აცხადებს სტუდენტების ადრეული რეგისტრაციას. ადრეული რეგისტრაციის ფარგლებში, სტუდენტები, რომლებიც 15 თებერვლიდან 15 მარტამდე შეიტანენ საბუთებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და წარმატებით გაივლიან შერჩევის პროცესს, პირობითად ჩაირიცხებიან SDSU-შიდა ავტომატურად მიიღებენ ნაწილობრივ დაფინანსებას უნივერსიტეტისგან.

 

2016 სასწავლო წელს სტუდენტებს შეუძლიათ ჩააბარონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე:

 

  • კომპიუტერულ მეცნიერებებში
  • კომპიუტერულ ინჟინერიაში
  • ელექტრულ ინჟინერიასა და
  • ქიმია/ბიოქიმიაში.

 

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი სემეტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში.  კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.  პროგრამის პარტნიორები საქართველოში არიან:  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

 

სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოსუმაღლესიგანათლებისკომპონენტისფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს!!!

აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო, ინჟინერიისა და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევისკ ორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

ელენე ალადაშვილი577974004ealadashvili@mail.sdsu.edu

სოფიო ჭაავა 577042288 schaava@mail.sdsu.edu

ან ეწვიეთ: SDSU – საქართველოს ვებგვერდებს:|Georgia.sdsu.edu |www.facebook.com/SDSU.Georgia

 

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილის ხუშტურები არ უნდა იქნას დაკმაყოფილებული” – რატიანი ციხისძირის მოვლენებზე
შემდეგი სტატიაქართველი მუსიკოსები გიორგი ჩარქსელიანის დასახმარებლად ერთიანდებიან