სამუშაო საათის ამოწურვის გამო მემანქანემ მატარებელი ნახევარ გზაზე გააჩერა

ესპანეთში მატარებლის მემანქანემ, რომელიც სანტანდერადან მადრიდში მიდიოდა, მატარებელი ნახევარ გზაზე გააჩერა იმის გამო, რომ მისი სამუშაო საათი ამოიწურა. რკინიგზის კომპანია Renfe-მა მისი შემცვლელი დროზე ვერ იპოვა, როს გამოც, 109 მგზავრი სადგურ ოსორნოში გამოკეტილი დარჩა – დღეს ადგილობრივი El Diario Montanes-ი წერს.
ერთ-ერთი მგზავრი ყვება: “გვაცნობეს, რომ მემანქანემ მატარებელი იმიტომ გააჩერა, რომ მას სამუშაო საათები ამოეწურა და თავიდან აცილა ავარია, რომელიც შესაძლებელია მისი გადაღლილობის გამო მომხდარიყო”.
მატარებლის კარები სამოქალაქო გვარდიის მოსვლის შემდეგ გააღეს. მალე სადგურზე მოვიდნენ ავტობუსები, რომლებმაც მგზავრები დანიშნულების ადგილამდე გადაიყვანა, სადაც ისინი 5 საათის დაგვიანებით მივიდნენ.
რკინიგზის კომპანიამ ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო და პირობა დადო, რომ ბილეთების ღირებულებას აანაზღაურებს. მემანქანესთან დაკავშირებით შიდა გამოძიება დაიწყო.
კომპანიის პროფკავშირებმა კი განაცხადა, რომ მემანქანე უსაფრთხოების მოსაზრებიდან გამომდინარე მოქმედებდა.

banner
წინა სტატიაში(Video) ტაიფუნმა სასწრაფო დახმარების მანქანა გაიტაცა
შემდეგი სტატიაპან გი მუნმა რუსეთს და აშშ-ს სირიის კონფლიქტის მხარეებზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა