„სამწუხაროა საზოგადოებამ პასუხი რომ ვერ მიიღო რატომ იყიდა თიბისი ბანკმა ივანიშვილ-კალაძე-გავრილოვის პროგრესბანკი“ – რომან გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში თიბისი ბანკის მიერ პროგრესბანკის შეძენის შესახებ სტატუსს წერს:

„თიბისი ბანკი არის წარმოდგენილი ლონდონის ბირჟაზე და მის თითოეულ ნაბიჯს უყურებს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი ინვესტორი. ამიტომ სამწუხაროა, რომ დღემდე საზოგადოებამ ვერ მიიღო პასუხი: რატომ იყიდა მან ივანიშვილ-კალაძე-გავრილოვის საკუთრებაში არსებული პროგრესბანკი.

ახლახან ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ამ ბანკის ლიკვიდაციის პროცესი. ისიც კი გაურკვეველია, ბანკი იყიდა თუ მისი ცალკეული აქტივები( ანუ კარგი სესხები გადმოიბარა და ცუდი ბანკს დაუტოვა). თუ ასეა, რითი იყო ეს გამოწვეული, რა მიმზიდველობა ჰქონდა ამ აქტივებს?

არანაკლებ უცნაურია, ეს ოპერაცია( პროგრესბანკის გაუქმება) რატომ არ განხორციელდა ქართუბანკის მიერ, როცა ორივე ბანკში მესაკუთრე ერთი და იგივე პიროვნება იყო.

მიუხედავად მრავალი კითხვისა, ტბს ბანკი დუმს.

ვერც ტბს ბანკის ხელმძღვანელობა და ვერც ეროვნული ბანკი გაექცევა ამ კითხვაზე პასუხს.

საკითხი მნიშვნელოვანი იმიტომაც გახდა, რომ პროგრესბანკის 78 პროცენტის წილის მესაკუთრე, ვინმე ილია გავრილოვი, რომელიც პანამური კომპანიის სახით მონაწილეობდა ბანკის კაპიტალში, აღმოჩნდა მრავალ დანაშაულში,მათ შორის შავი ფულის გათეთრებაში მხილებული პიროვნება.

ჩვენ, როგორც ტბს ბანკის კლიენტები, აქციონერები, ასევე მთელი საზოგადოება, ველით პასუხს: რაში სჭირდებოდა მას პროგრესბანკი და ხომ არ იყო ეს ხელისუფლების( ქვეყნის არაფორმალური მმართველის) მხრიდან ზეწოლის ან მასთან გარიგების შედეგი”, – წერს გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ვერ შეძლო პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება და სხდომა არჩევნების შემდეგ დანიშნა -კოტე იოსელიანი
შემდეგი სტატიაშუახევში სტიქიის გამო რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყდა