“სამწუხაროა, რომ რუსეთის მანიპულირებით სირიაში ასადის რეჟიმმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება” – მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიის გადადწყვეტილებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, სირიასთან დიპლომატირუი ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები უკვე დაიწყო.

„ჩვენ ვიწყებთ პროცედურებს დიპლომატური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ.
სამწუხაროა, რომ რუსეთის მანიპულირებით სირიაში ასადის რეჟიმმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, თუმცა ასადის რეჟიმისგან, რომელიც საკუთარ მოქალაქეებსაც არაფრად თვლის, ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირი არ უნდა იყოს,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშინიკოლ პაშინიანი საქართველოშია
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე პრეზიდენტის მრჩეველს და საპარლამენტო მდივანს შეხვდება