,,სამწუხაროა, რაც მოხდა, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია, გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას სამწუხარო ფაქტს უწოდებს , თუმცა აცხადებს, რომ ვაშაძის წასვლით არაფერი იცვლება და ბრძოლა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ გრძელდება. „სამწუხარო არის ის, რაც მოხდა, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება ჩვეულებრივად, მე დარწმუნებული ვარ, რომ არაფერი ამით არ შეიცვლება და ის ბრძოლა, რომელიც მიმართულია ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებისთვის 8 ოქტომბერს, ყოველ მიზეზ გარეშე, მაინც გაფორმდება. იქნებოდა გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თუ მის ფარგლებს მიღმა, რა თქმა უნდა, ეს მთავარ მიზეზს არ ცვლის“,-განაცხდა მელიამ.

banner
წინა სტატიაშიუჩა ნანუაშვილმა პარლამენტში 2015 წლის ანგარიში წარადგინა
შემდეგი სტატია“არ ვარ მოტივირებული ჩავერთო უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში, რომლის გამართვასაც აპირებენ”