„სამწუხარო და არაობიექტური განცხადებები“ – ეკა ბესელია პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიშით წარსდგა. პრეზიდენტის გამოსვლას იურიდიულ საკიტხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აფასებს:

„გამოსვლის სამწუხარო დასაწყისი იყო, ხალხია ის ნაწილიც, ვინც გვესაუბრებოდა მათ შორის იმს აერთო სახალხო განხილვებში, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ვაცნობდით მათ, ეს არ შეიძლება კრეფსითად ვუწოდოთ საზოგადოების იმ ნაწილს მხოლოდ ყველას აზრის წარმომდგენი, ვისაც ხვდება პრეზიდენტი, რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ უნდა მოვუსმინოთ საზოგადოების იმ ნაწილსაც, ვისაც აქვს განსხვავებული ხედვა. მე არ ვფიქრობ, რომს წორი აქცენტები იყო, სამწუხაროდ პრეზიდენტს ბევრი საკიტხი გამორჩა, მათ შორის იმ სისტემურ რეფორმებზე, იმ ინდექსებზე, რომლითაც საქართველო არის ლიდერი ქვეყანა. დამაფიქრა იმან, რომ პრეზიდენტი საუბრობს, ჩვენ ვართ ჩაკეტილი უმრავლესობა, რაც არის ძალიან არაობიექტური განცხადება, მუდმივად ვესაუბრებით ყველას, მათ შორის მის წარმომადგენლებს, მეტად ველოდებოდი მის გამოსვლაში, როგორც მთავარსარდალი, ყოფილიყო ნაწილი უსაფრთხოების კუთხით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაში,,მან არამარტო გადამეტა უფლებამოსილებას, საერთოდ არაადექვატური იყო მთელ რიგ საკითხებთან”-ვოლსკი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა ისაუბრა საზოგადოების პრობლემებზე და ხელისუფლებას არ აქვს მზაობა მისი გადაწყვეტის – ხოშტარია