სამტრედიის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია

ჩეხეთის ქალაქ უჰერსი-ბროდში

სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ამის შესახებ განცხადება შსს-მ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამტრედიის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა და ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული იოსებ. ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა დღეს, სამტრედიის ქუჩაზე, თავისივე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს, 1986 წელს დაბადებულ ზაზა. ქ. – ს სანადირო თოფიდან გასროლით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, იოსებ. ვ მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ვერ პოულობენ
შემდეგი სტატიასაავტომობილო გზებზე სპეციალური რეჟიმები მოქმედებს