სამტრედიაში ახალშობილის გვამი იპოვეს

სამტრედიაში, ერთ-ერთი ეზოს საპირფარეშოს ორმოში გარდაცვლილი ახალშობილის გვამი იპოვეს. როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მიმდინარეობს შესაბამისი ექსპერტიზა. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 112-ე მუხლით აღიძრა, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის სხვა დეტალები არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაში„გონს მოეგეთ, იაფფასიანო მედროვე თავხედებო!“ – თენგიზ ჯგუშია „პრაიმშოუში“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება
შემდეგი სტატიატრამპი და კიმ ჩენ ინი 12 ივნისს სინგაპურში შეხვდებიან ერთმანეთს