სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა – არჩილ თალაკვაძე

მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო ცვლილების შესახებ განხილვა არ ყოფილა.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი შეხვედრა UNICEF-ის კვლევას ეხებოდა.

ცნობისთვის, დღეს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უმრავლესობის სხდომაზე სამთავრობო ცვლილებებს განიხილავნდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ მინისტრის პოსტის დატოვებას აპირებდა.

banner
წინა სტატიაშიგანხორციელდა თუ არა ცვლილებები – საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა
შემდეგი სტატიალევან კობერიძე: განვიხილეთ UNICEF-ის კვლევა, სამთავრობო ცვლილებებზე არ გვისაუბრია