სამთავრობო ცვლილებები – მესამე სექტორი კონკრეტიკას და არგუმენტებს ითხოვს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 13, 2017 10:01

სამთავრობო ცვლილებები – მესამე სექტორი კონკრეტიკას და არგუმენტებს ითხოვს

დაგეგმილი სამთავრობო ცვლილებები – მესამე სექტორი მეტ კონკრეტიკასა და არგუმენტებს ითხოვს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნები“, პროცესების გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

„ფაქტებთან ერთად, მნიშვნელოვანი იქნება დასაბუთება, იცოდეს საზოგადოებამ, რა მოტივაციით, რა მიზნებით და ამოცანებით დაიგეგმება ეს ცვლილებები და თითოეულ ცვლილებას მოჰყვეს არგუმენტები ხელისუფლების მხრიდან, რომ საზოგადოების მხრიდან გასაგები და გამჭვირვალე იყოს ის მოტივაცია, რომლითაც მოქმედებს,“ – აცხადება ანა ნაცვლიშვილი.

სამოქალაქო სექტორში სამინისტროების რიცხვის შემცირებას მიესალმებიან.

„სამინისტროების ოპტიმიზაცია და მათი რაოდენობის შემცირება ცუდი შეიძლება არ იყოს და შესაძლოა, ალბათ, გარკვეული ოპტიმიზაცია იყოს კიდეც პოზიტიური. მთავარი და მნიშვნელოვანია, როგორ წარიმართება ეს პროცესი, მოხდება თუ არა კარგად გააზრებულად და არის თუ არა ეს პროცესი კარგად დაგეგმილი,“ – განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, მიხეილ ბენიძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ნოემბერი 13, 2017 10:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics