სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული პირის ოჯახი წლების წინ შპს ,,ერთობის” – რუსთავის ე.წ სტამბულის ბაზრის 7.5% ფლობდა

სამსონ ქუთათელაძის საქმეზე დაკავებული პირის ოჯახი წლების წინ შპს ,,ერთობის” – რუსთავის ე.წ სტამბულის ბაზრის 7.5% ფლობდა.

,,ქრონიკამ” მოიპოვა 2002 წლის რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილება სადაც შპს ,,ერთობის” წილებზე და დამფუძნებლებზეა საუბარი. დადგენილებაში მითითებულია, რომ დაკავებულის მამა, ზურაბ ჭანტურია ,,ერთობის” დამფუძნებელი და 7.5 % წილის მფლობელი იყო. შპს ერთობა 2004 წლის 24 ოქტომბერსაა დაფუძნებული.

შეგახსენებთ , სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული პირი, გიორგი ჭანტურია უკანასკნელი იყო, ვინც გენერალი ნახა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ერთი ადამიანი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა აყვანილი, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

თუმცა როგორც ქრონიკას დაკავებულის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა იარაღი რომლის შეძენა-შენახვასაც გიორგი ჭანტურიას ედავებიან რეალურად მამამისის ზურაბ ჭანტურიას საკუთრებაშია.

შსს-ს განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დადგენა, რამდენად აქვს დაკავებულ პირს კავშირი უშუალოდ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან.

banner
წინა სტატიაშიიმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა
შემდეგი სტატიადაავადებათა კონტროლის ცენტრში უარყოფენ, რომ ცოფის სახიფათო ვაქცინა გამოიყენეს