სამშენებლო სამუშაოების დროს შრომის უსაფრთხოებაზე ახალი საკანონმდებლო რეგულაციები მომზადდება

ამშენებლო სფეროს მიმართულებით სანქციების გამკაცრება იგეგმება. როგორც პარალემენრტის თავმჯდომარემ თბილისის მერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სწორედ ეს საკითხი იყო მასსა და კალაძეს შორის გამართული შეხვედრის თემა. კობახიძის თქმით, ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსში აისახება, რომელიც თავის მხრივ, “შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს დაემატება. აღნიშნული პაკეტი მეორე მოსმენით განხილვის საგანია.
“დღეს სამშენებლო სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კონსულტაციები შედგა. მინდა თბილისის მერს მადლობა გადავუხადო ინიციატივისთვის. ამ ინიციატივის საფუძველზე დაჩქარდება საქართველოს პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვა, რომელიც სწორედ ამ საკითხს ეხება. ეს ჩვენთვის ძალიან მტკივნებლი საკითხია. სამშენებლო სამუშაოებზე ძალიან ხშირად არის მსხვერპლი. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიზანია, რომ ჩვენ სწორად დავარეგულიროთ საკითხი. საქმე ეხება მათ შორის სანქციების გამკაცრებას. საქმე ასევე ეხება ადმინისტრირების გაუმჯობესებას. ასევე საუბარია უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებულ სანქციებზე. ეს არის ის საკითხი, რომელიც ასახულია პაკეტში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს საბოლოო ჯამში პრობლემის არსებითად მოგვარებას. ჩვენ რა თქმა უნდა, მივესალმებით მშენებლობის მაღალ ტემპს, თუმცა დაუშვებელია და ეს არ უნდა ხდებოდეს ადამიანების მსხვერპლისა და ურბანული დამახინჯების ხარჯზე“, – განაცხადა კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიმშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება
შემდეგი სტატიანუკრი ქანთარია : საკმარისი ხალხია იმისთვის, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტზე ვეტო დაიძლიოს