სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახებისთვის გაიცემა 100 ათასი ლარი და ამ ოჯახებს 1000 ლარიანი ყოველთვიური დახმარება დაენიშნებათ

პარლამენტიპოლიცია აღარ არის პოლიტიზებული, შინაგან საქმეთა სამინისტრო ინარჩუნებს დეპოლიტიზების აღებულ კურსს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, პოლიცია აღარ ახორციელებს პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებას და თავის საქმიანობას წარმართავს კანონის, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვით.
“საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა, ნარკოტიკული დანაშაული, ოჯახში ძალადობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხების რეგულირება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა, განხორციელდა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში; უფრო მეტად გამჭვირვალე გახდა დროებითი მოთავსების იზოლატორების საქმიანობა; შეიქმნა მიგრაციის დეპარტამენტი და აშენდა არალეგალ მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრი; აშენდა და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა შსს-ს 100-ზე მეტ ობიექტს. იმ ტერიტორიებზე, სადაც პატრულირება არ ხორციელდებოდა, დღეს უკვე შექმნილია ახალი საპატრულო დანაყოფები”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასევე აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 10 ახალი სასაზღვრო სექტორი; აღდგენილია სასაზღვრო სექტორებამდე მისასვლელი გზები; ჩატარდა სარემონტო, გაზიფიცირების, ელექტრიფიცირების, წყალმომარაგებისა და სხვა სახის მოწყობითი სამუშაოები.
“შესაბამისი კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახებისთვის გაიცემა 100 ათასი ლარი და ამ ოჯახებს 1000 ლარიანი ყოველთვიური დახმარება დაენიშნებათ”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში 78 წლის ქალბატონის საფლავი გაძარცვეს
შემდეგი სტატიაჯაფარიძე ღარიბაშვილს–რა ხდება პარლამენტში?