სამხრეთკორეულმა თვითმფრინავმა იაპონიის ზღვაში შეცდომებით ბომბები ჩამოყარა

სამხრეთ კორეის სამხედრო-საზღვაო ძალების ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავმა P-3CK იაპონიის ზღვაზე შეცდომით ბომბები ჩამოყარა – სააგენტო “იენხალი” ავრცელებს.
შემთხვევა პილოტის შეცდომის გამო მოხდა, რომელმაც მოულოდნელად იარაღის ჩამოყრის ღილაკი გაააქტურა. სამხრეთ კორეელი სამხედროების თქმით, დაბომბვის ადგილას ერთი თევზსაჭერი გემი იმყოფებოდა, რომელიც არ დაზიანებულა.
ინციდენტის ადგილას სამაშველო ხომალდი და გამნაღმველები არიან გაშვებული.

banner
წინა სტატიაშიერდოღანმა სტამბოლის ტერაქტის მიზანი დაასახელა
შემდეგი სტატიაპან გი მუნმა თავი კონკიას შეადარა