სამხრეთ მექსიკაში პოლიციასთან შეტაკებისას 6 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ მექსიკაში პოლიციასთან შეტაკებისას 6 ადამიანი დაიღუპა

მ26 ადამიანი გარდაიცვალა სამხრეთ მექსიკაში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკებისას. დაახლოებით 50 ადამიანი დაჭრილია, მათ შორის ბევრია პოლიციელი.
არეულობები ოახაკას შტატში მოხდა. პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას კორუფციის ბრალდებით ადგილობრივი პროფკავშირების ორი ლიდერი დააკავეს.
საპასუხოდ, პროფკავშირების წევრებმა, რომლებიც ცნობილი არიან ბრძოლის რადიკალური მეთოდებით, სამხრეთ მექსიკაში გზები გადაკეტეს.
მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პოლიცია ცდილობდა კონსესუსისთვის მიეღწია, მაგრამ უშედეგოდ, რომლის შემდეგაც სიტუაცია დაიძაბა და ორივე მხრიდან ცეცხლი გაიხსნა.
სამართალდამცველების განცხადებით, მათ ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონიათ.
დაკავებულ პროფკავშირის ლიდერებს სასწავლო სახელმძღვანელოების მოპარვაში ედებათ ბრალი.

banner
წინა სტატიაშინინო ჩხობაძე: ვერის ხეობაში ახალი მეწყერებია განვითარებული, ნუ ჩადგამთ სახლებს მდინარის კალაპოტში
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძემ : იუსტიციის სახლთნ ბრიფინგი გამართა