სამხრეთ კორეის პროკურატურა ექს-პრეზიდენტის დაკავებას ითხოვს

სამხრეთ კორეის პროკურატურა ექს-პრეზიდენტის პაკ კინ ხეს დაკავებას ითხოვს – მას კორუფციულ გარიგებებში ედება ბრალი. “ბრალდებული თავის უზარმაზარ ძალაუფლებას და პრეზიდენტის სტატუსს ბოროტად იყენებდა, რომ ქრთამი მიეღო კომპანიებისაგან თავისუფალი კორპორატიული მმართველობის სანაცვლოდ” – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბრალდების მხარე, ასევე აღნიშნავს, რომ პაკ კი ხემ “სახელმწიფო მნიშვნელობის კონფიდენციალური ინფორმაცია გაავრცელა”. “ეს სერიოზულ კითხვებს აჩენს” – აღნიშნულია დოკუმენტში. პროკურატურა წერს, რომ მათ მიერ ხეს წინააღმდეგ ბევრი მტკიცებულება აქვთ , რომელთა უმეტესობას ექს-პრეზიდენტი უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიწითელი ნუსხით დაცულ არჩვზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
შემდეგი სტატიატექნიკურ უნივერსიტეტში ქართველი მოსწავლეებისათვის ცერნის მასტერკლასი ჩატარდება (Foto)