სამხრეთ კორეის ექს-პრეზიდენტმა რეზიდენცია დატოვა

სამხრეთ კორეის ექს-პრეზიდენტმა პაკ კინ ხემ რამდენიმე საათის წინ სეულში პრეზიდენტის რეზიდენცია ოფიციალურად დატოვა. ის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადააყენეს, რაც თავის მხრივ ხელშეუხებლობის და იმუნიტეტის დაკარგვას ნიშნავს. სახელმწიფოს ყოფილი მეთაური დედაქალაქში სამსონ-დონის რაიონში, საკუთარ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. პრეზიდენტის გადაყენების მიზეზი ფინანსური სკანდალი გახდა. სავარაუდოდ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდა
შემდეგი სტატიადავით ზურაბიშვილი: გუშინდელი ვანდალიზმის ნაცებისთვის შეტენვის მცდელობა არის ისეთივე სიბრიყვე