სამხრეთ კორეამ პირობა დადო ფხენიანის პროვოკაციებს დაუნდობლად უპასუხოს

სამხრეთ კორეამ პირობა დადო ფხენიანის პროვოკაციებს დაუნდობლად უპასუხოს

სეულმა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებებს პროვოკაციული უწოდა, რომლის მიხედვითაც ფხენიანი მზად არის სამხრეთ კორეა “გაანთავისუფლოს” ამერიკული გავლენისგან და ამისათვის გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, მათ შორის ატომური იარაღი.
“ჩრდილოეთ კორეა დაუყოვნებლივ უნდა მორჩეს თავხედური, დამღუპველი განცხადებების გაკეთებას და მოქმედებებს. თუკი, ამის მიუხედავად პროვოკაციები დაიწყება, სამხრეთ კორეა მტკიცედ და დაუნდობლად იმოქმედებს” – ავრცელებს სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო დღეს, 7 მარტს.

შეგახსენებთ, რომ ფხენიანის გაბრაზება დღეს სამხრეთ კორეაში დაწყებულმა ამერიკულმა წვრთნებმა გამოიწვია, რომელის მსგავსიც, მასშტაბურად, როგორც ექსპერტები ამბობენ, არასდროს ჩატარებულა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ფარულ ჩანაწერებეთან დაკავშირებით პირადად მიიღო ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან
შემდეგი სტატია,,ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ მაესტროს პროცესებში სახელმწიფო არ მონაწილეობს”