სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ბიუჯეტში საკუთარი სახლის რემონტის თანხებს დააბრუნებს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ჯეიკობ ზუმმა პირობა დადო, რომ ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, ბიუჯეტს დაუბრუნოს სახელმწიფოს ფული, რომელიც საკუთარი სახლისთვის დახარჯა, შეასრულებს.
„მე სასამართლოს გადაწყეტილებას პატივს ვცემ და მას შევასრულებ“ – განაცხადა პრეზიდენტმა ხალხისადმი მიმართვისას.
ზუმამ სახლის რემონტისთვის 20 მილიონი დოლარი დახარჯა.
სიტყვით გამოსვლისას ზუმამ აღნიშნა, რომ „კონსტიტუციის დარღვევაზე არ ფიქრობდა“ და ბოდიში მოიხადა შექმილი სიტუაციის გამო, „რომელმაც მისი მონაწილეობით სკანდალი გამოიწვია“.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში მთვრალმა ნარკოდილერმა პოლიციაში კოკაინის მოპარვის შესახებ იჩივლა
შემდეგი სტატია(+ფოტო) თეთრი სახლი – აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა