სამხრეთ აფრიკელ “მსოფლიო უხუცესს” მოწევისთვის თავის დანებება სურს

ფრედი ბლომმა თითქმის მთელი თავისი ცხოვრება ფერმაში მუშაობაში გაატარა სამხრეთ აფრიკაში. მალე ის ელოდება, რომ მსოფლიოში უხუცესი ადამიანის სტატუსს მიიღებს. “ყოველ დღე ორ, სამ ღერ გაზეთში შეხვეულ თუთუნს ვეწევი. საკუთარ თუთუნს ვხმარობ, სიგარეტს არ ვეწევი” – ამბობს ფრედი ბლომი. “მოწევის სურვილი ძალიან დიდია. ზოგჯერ საკუთა თავს ვეუბნები, რომ ბოლო ღერს ვეწევი. ჩემი მკერდი თუთუნის ბოლის ჩასუნთქვას ითხოვს და იძულებული ვარ, ისევ შევახვიო. ჩემი ეშმაკი ძალიან ძლიერია” – ფართო ღიმილით ამბობს ბლომი “ბიბისისთან” საუბარში.

ფრედი ბლომი 8 მაისს 114 წლის გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მსოფლიოში უხუცესი ადამიანია, რასაც, მალე გინესის რეკორდების წიგნიც აღიარებს. მანამდე უხუცესი იყო იამაიკელი ქალი ვიოლეტ მოსს-ბრაუნი, რომელიც 2017 წლის 15 სექტემბერს 117 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბლომს ხანგრძლივი სიცოცხლის არანაირი სპეციალური საიდუმლოებები არა აქვს. “ერთია მხოლოდ – ამას მხოლოდ ღმერთი წყვეტს. მას აქვს ყველა ძალა. მე არაფერი მაქვს. მე შემეძლო აქამდე მოვმკვდარიყავი, მაგრამ ჯერ არ მკლავს… თავს ძალიან ჯანმრთელად ვგრძნობ, კარგად ვარ. გული ჯანმრთელია, მხოლოდ ფეხებს არ სურთ მოძრაობა. არ შემიძლია იმდენი სიარული, რამდენსაც მანამდე გავდიოდი” – ამბობს ფრედი ბლომი ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიქარშხალ “მარიას” 4 600 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს