სამხედროები მოიქცნენ წესდების შესაბამისად – დავით სერგეენკო “კრწანისის” ინციდენტზე

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრი კრწანისის ტერიტორიაზე მომხდარ თავდასხმაზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, გუშაგი კანონის შესაბამისად მოქმდებდა. მისი თქმით, ინციდენტზე დაწყებულია გამოძიება და დეტალებს შესაბამისი უწყებები დაადგენენ.

„მე ვფლობ ინფორმაციას, რაც ზოგადად საზოგადოებისთვის არის მიწვდომადი. სამხედრო მოსამსახურეები მოიქცნენ წესდების შესაბამისად. რაც შეეხება შემდგომ დეტალებს, რამდენადაც ვიცი გამოძიება მყისიერად არის დაწყებული და მე ვფიქრობ, რომ გამოძიება დაადგენს ყველა დეტალს,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

უკვე ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელიც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის კრწანისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტს ემსხვერპლა. ის 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელიაა.

ამ ეტაპზე გამოძიება ადგენს ქონდა თუ არა მას რაიმე კავშირი სამხედრო სამსახურთან. სამხედრო პოლიციის გამოძიების მთავარი სამმართველოს უფროსის განცხადებით, სამი პირი დაცულ ტერიტორიაზე კვირას გამთნიისას აპირებდა გადასვლას რა დროსაც ისროლა გუშაგმა. ერთი დაიღუპა დანარჩენმა ორმა კი გაქცევა შეძლო.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო „კრწანისის“ ცენტრის ტერიტორიაზე მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს