სამხედრო მოსამსახურეებს ჰაუპტვახტში აღარ მოათავსებენ

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჰაუპტვახტები უქმდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მზადაა და მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული პრაქტიკის ანალიზიდან ირკვევა, რომ ჰაუპტვახტში მოთავსება არაეფექტური იყო და ვერ უზრუნველყოფდა შეიარაღებული ძალებში დისციპლინის განმტკიცებას.

“თავდაცვის სამინისტრო აპირებს ერთ-ერთი ნაკლოვანების – სამხედრო მოსამსახურის ჰაუპტვახტში მოთავსების პრაქტიკის აღმოფხვრას, რადგან მიიჩნევს, რომ ჰაუპტვახტში მოთავსება საკმაოდ მძიმე ჩარევაა პირის უფლებებში. სწორედ ამან განაპირობა მეტი ჰუმანური მიდგომების შემოღება, ახალ სადისციპლინო წესდებაში, რომლის მიხედვით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მოსამსახურეების მიმართ უქმდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ზომა – ადმინისტრაციული პატიმრობა (ჰაუპტვახტში მოთავსება). ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჰუმანური და სამართლიანი ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან სამხედრო დისციპლინის მიმართ ყურადღების მოდუნებას არ ნიშნავს. არამედ პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთი ადმინისტრაციული დარღვევის მიმართ სამინისტროს მიდგომა იქნება უფრო მკაცრი და ადექვატური”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშეიარაღებულ ძალებში აზარტულ თამაშებსა და ალკოჰოლური სასმელის მიღების ფაქტებზე ზომები მკაცრდება
შემდეგი სტატიალევან მურუსიძე – გიორგი მიქაუტაძე ღირსეული ადამიანია