სამხედრო გადატრიალების მცდელობის მიუხედავად, კვირიკაშვილი მზად არის, დაგეგმილი ვიზიტი არ გააუქმოს და თურქეთში ჩავიდეს

manana kobaxidzeთურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, საქართველოს პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, მზად არის, თურქეთში უკვე დაგეგმილი ვიზიტით ჩავიდეს.

ინფორმაცია ამის შესახებ მანანა კობახიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში გაავრცელა.

“პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არის თურქეთში დაგეგმილი და ამ ტრაგიკული მოვლენების მიუხედავად, ჩვენი მხრიდან არის მზაობა, რომ ეს ვიზიტი, მიუხედავად ყველაფრისა, განხორციელდეს,”- აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძემ მმართველი გუნდის სახელით რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში თურქ ხალხს მიუსამძიმრა და მხარი დაუჭირა დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას.

“ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ დაღუპული ადამიანების გამო და იმ მოვლენების გამო. 24 საათის განმავლობაში თვალს ვადევნებდით. დასრულდა ეს გადატრიალების მცდელობა, აღკვეთილი იქნა ეს მცდელობა. ძალიან დიდი ტრაგედიაა თითოეული ადამიანის დაღუპვა და სამძიმარს ვუცხადებთ თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს.

“ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელია არჩეული ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებით დამხობა. ამის ბევრი ისტორიული მაგალითია და ნებისმიერი ასეთი მცდელობა სწრაფად უნდა იყოს აღკვეთილი. კანონიერად, სამართლიანად უნდა მოხდეს ამ მძიმე დანაშაულის გამოძიება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამართლიანი ჩარჩოები უნდა იყოს დაცული და დამნაშავეები სასამართლომ უნდა გაასამართლოს. მე იმედი მაქვს, თურქეთის ხელისუფლება ამ პრობლემას გადაჭრის. იმედი მაქვს, დროულად აღდგება წესრიგი. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“რატომ მოხდა, ვინ იდგა ამის უკან და ა.შ., ამ ყველაფრის მიმართ ჩატარდება გამოძიება და თვითონ თურქეთის ხელისუფლება დაადგენს ამას, თუ ვინ იყო ამ ყველაფრის უკან. მე ვფიქრობ, რომ ამას თურქეთის მთავრობა თავს გაართმევს,” – განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი: ნატოს ჯარისკაცები თურქეთში უსაფრთხოდ არიან
შემდეგი სტატიამოსკოვის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრიდან 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა