სამირა ბაირამოვა პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

სამირა ბაირამოვა უკვე პოლიციის ხელშია, – ამის შესახებ სამირა ბაირამოვას დედამ ნაილა გულბანოვამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, გოგონა უკვე პოლიციაში იმყოფება და შესაბამისი საგამოძოებო მოქმედებები ტყარდება.
როგორც ოჯახის ახლობელმა მელანო ლანჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, გოგონამ ქვემო ფონიჭალიდან ერთ-ერთი მაღაზიიდან დარეკა და განაცხადა, რომ გამტაცებლებმა გოგონა ტაქსში ჩასვეს და მაღაზიაში დატოვეს. სწორედ ამის შემდეგ ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, მოხდა დაკავშირება გოგონას მამასთან.
რაც შეეხება სამირა ბაირამოვას მდგომარეობას, ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ მათ ამის შესახებ არ აქვთ ინფორმაცია, რადგან გოგონა პოლიციაში არის დაკითხვაზე.
სამირა ბაირამოვა ოთხი დღის წინ გაიტაცეს და მისი პოვნა დღეს გახდა შესაძლებელი.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანი საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა