ოპოზიციური გაზეთის მომხრეთა აქცია სტამბოლში პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა

ოპოზიციური გაზეთის მომხრეთა აქცია სტამბოლში გამოცემის რედაქციასთან კვლავ პოლიციასთან შეტაკებებით დასრულდა. მას შემდეგ რაც სასამართლომ მედია საშუალებას ახალი ხელმძღვანელები დაუნიშნა და პოლიციამ ზამანის რედაქცია შტურმით აიღო, რედაქციასთან ასობით ადამიანი მიტინგზე შეიკრიბა. რამდენიმე ჟურნალისტმა კი შენობაში შესვლაც კი მოახერხა. მათი განცხადებით კორესპონდენტებს სერვერებთან, ინტერნეტთან და ელექტრონულ ფოსტასთან წვდომა შეუჩერეს. გამოცემასთან შეკრებილმა 2 ათასამდე ადამიანმა ხელისუფლება თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში დაადანაშაულა. სამართალდამცველებმა მომიტინგეთა წინააღმდეგ ისევ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

გაზეთი ზამანი თურქეთში 1986 წელს დაარსდა და ის ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემად მიიჩნევა. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით კი, გაზეთს ერთ–ერთ რადიკალურ მოძრაობასთან აქვს კავშირი და მიზნად რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაყენებას ისახავს.

banner
წინა სტატიაშიბაკურიანში საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაშსს-ს მომსახურების სააგენტომ დაღუპული პოლიციელების შვილებს უმასპინძლა