სამი თვის განმავლობაში 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული და ოჯახური ძალადობის კონტექტსში სამი თვის განმავლობაში 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

შემაკავებელი ორდერი დღეის მდგომარეობით არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი შსს-ს ხელში, რათა ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური ძალადობის პრევენცია მოვახდინოთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სამი თვის განმავლობაში 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული და ოჯახური ძალადობის კონტექტსში სამი თვის განმავლობაში 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

„რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, შემაკავებელი ორდერი დღეის მდგომარეობით არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი შსს-ს ხელში, რათა ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური ძალადობის პრევენცია მოვახდინოთ. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ კიდევ, რომ შემაკავებელი ორდერი სამი თვის განმავლობაში იყო გამოცემული 1400-ზე მეტი და ოჯახური ძალადობის კონტექსტში სამი თვის განმავლობაში 800-ზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული. ინფორმაცია, რაც პოლიციელებმა იმ კონკრეტულ მომენტში მიიღეს, იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდენის გამოცემის საშუალებას და ეს არის ფაქტი. რაც შეეხება შსს-ს პასუხისმგებლობას, ჩვენ არასოდეს და არც ერთი სიტყვით არ მოგვიხდენია ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის პერსონალიზირება “, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, არსებობს მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის პრობლემები.

“ერთ-ერთი კომპონენტი არის შეწყალების ინსტიტუტი, რომელსაც აქ გარკვეული ფუნქცია ჰქონდა და ამაზე მივანიშნეთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ შეწყალების ინსტიტუტი არის პანაცია და მისი გამოსწორებით ყველაფერი დალაგდება, არა, მართლმსაჯულების ერთიან სისტემაზე ვსაუბრობთ. ბოლო წლების განმავლობაში შეწყალებით გათავისუფლებული მსჯავრდებულების რეციდივებს თუ გადავხედავთ, იქაც საკმაოდ საგანგაშო ციფრებია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის სისტემური მიდგომა და ჩვენ უნდა ვისაუბროთ მართლმსაჯულების ერთიან ეფექტურ სისტემაზე”, – განაცხადა გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიარის დანაშაულების კატეგორია, რომელთა რაოდენობამაც მოიმატა და არის დანაშაულები, სადაც კლება შეინიშნება
შემდეგი სტატიასომხურმა ოპოზიციამ სამთავრობო შენობებში შესასვლელები დაბლოკა