სამი ქართველის აღიარება სასტუმრო “უკრაინის” შენობიდან სამართალდამცავთა დახვრეტის შესახებ არის ყალბი

სამი ქართველის აღიარება სასტუმრო “უკრაინის” შენობიდან მომიტინგეთა და სამართალდამცავთა დახვრეტის შესახებ “ღირსების რევოლუიციის” დროს წინასწარი მონაცემებით არის ყალბი. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურატურის სპეცგამოძიების დეპარტამენტის უფროსმა სერგეი გორბატიუკმა. საქმე ეხება დოკუმენტურ ფილმს “უკრაინა, ფარული ჭეშმარიტება”, რომელიც გავიდა ეთერში ერთ-ერთი იტალიური არხით.
მისი თქმით, წინასწარი შემოწმების შედეგად დგინდება, რომ ფილმის ავტორი ჯოან ნიკოლასინი ყალბ ინფორმაციას ავრცელებს.
გორბატიუკი აცხადებს, რომ ფილმის მომზადების პროცესში იტალიელ ჟურნალისტებს არ მიუმართავთ უკრაინის პროკურატურისადმი კომენტარისთვის და ინფორმაციის მოსაპოვებლად მაიდანზე იმ დროს არსებული ვითარების თაობაზე. ეს კი იმას მიშნავს, რომ “ავტორები არ იცავენ ჟურნალისტურ სტანდარტებს და მათ არ სურთ ჭეშმარიტების დადგენა”.
“შემოწმებამ უჩვენა, რომ ფილმში მოყვანილი სამი ქართველის აღიარება, რომ ისინი იანვარში თითქოს სასტუმრო “უკრაინაში” იმყოფებოდნენ, ყალბია. შემოწმებამ აჩვენა, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ შემოსულან უკრაინის ტერიტიროაზე. მათი ჩვენება იმის შესახებ, რომ ორივე მიმართულებით ისროდნენ, არ შეესაბამება გამოძიების მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას და არის ყალბი”,- აღნიშნა სერგეი გორბატიუკმა. ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო “Укринформ”.

banner
წინა სტატიაშითურქ ჟურნალისტს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
შემდეგი სტატიაცვი არიელი: მიქიაშვილის და აბაშიძის დეპორტაცია უნამუსობის ერთ-ერთ უმაღლეს გამოვლინებას წარმოადგენს