საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობის შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს პლურალიზმის შემცირება მედიასივრცეში

„სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად ამზადებს ანგარიშს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში. ანგარიში ზოგად სიტუაციას აფასებს და ამბობს, რომ საქართველოში ის კარგია, თუმცა არის გარკვეული კონკრეტული პრობლემები, მაგალითად, მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით.

ანგარიშში არის ნახსენები, რომ სამი მედიაკომპანია გაერთიანდა, ასევე, საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობის შეცვლამ შეიძლება გამოიწვიოს პლურალიზმის შემცირება მედიასივრცეში. ასევე, ანგარიშში ნახსენებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარება და არის მოწოდება, რომ მოხდეს ამ საკითხის გამოძიება და სიმართლის დადგენა. რა თქმა უნდა, ანგარიში საუბრობს ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რაც შეეხება ზოგადად, წყაროებს, ანგარიშის მომზადებისას, რა თქმა უნდა, ყველა შესაძლო წყაროზე ხდება დაყრდნობა, რაც კი არსებობს. ხდება ყველა მხარის მოსაზრების გათვალისწინება“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ.

banner
წინა სტატიაშიერევანში საპროტესტო გამოსვლების ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი დააკავეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გენერალური ინსპექციის დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის სემინარი ჩაატარა