სამი მათგანი პოლიციის განყოფილებაში სცემეს -მარნეულში დაკავებულთა ადვოკატი

მარნეულში გუშინ დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. მოდულის შენობაში ისინი ადვოკატებმა მოინახულეს. ადვოკატის თქმით, დაკავებულთაგან სამი ნაცემია და ამის შესახებ მათ ინფორმაცია სახალხო დამცველს მიაწოდეს.

“დაკავებულები არანაირ ბრალს არ აღიარებენ იმ მარტივი მიზეზით, რომ მათ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენიათ. მთავარი რაც არის, მე შევხდი ოთხ დაკავებულს, აქედან სამი არის ნაცემი პოლიციის განყოფილებაში, სადაც ისინი მიიყვანეს. ისინი დაექვემდებარენ არასათანადო მოპყრობას, ისინი სცემეს, მათგან ითხოვდნენ აღიარებას, რომ თითქოს მათ ნამდვილად ჩაიდინეს ის ქმედება, რომელსაც მას ედავებიან,“- განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატია(+ფოტო) ირმა ინაშვილი: ისე, შავი ქამარიც მაქვს კარატეში, თქვენ, მართლა, ხომ არ გაჟრიალებთ?!