სამი გარდაცვლილი – შსს-მ რუსთავში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

რუსთავში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ ხანძრის შესახებ ინფორმაცია 112-ში შევიდა, რის შემდეგაც ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მივიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე, 5-სართულიანი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ცეცხლის ქრობის პარალელურად, ჯამში, 25-ზე მეტი ადამიანის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა მოხერხდა, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები. საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, 3 ადამიანი გარდაიცვალა. ძლიერი დაკვამლიანებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 20-მდე მეხანძრე-მაშველმა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება უმოკლეს დროში შეძლო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება 187-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო,”-ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი სემეკ-ის ​ წევრად გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას არჩევას კენჭს სავარაუდოდ, ამ კვირაში უყრის
შემდეგი სტატიაქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს