“სამი დღე დამრჩა ზღვის გადმოლახვამდე” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მხარდამჭერებს

მიხეილ სააკაშვილმა ვარდების მოედანზე შეკრების მხარდამჭერებს მიმართა:

14555602_1798062373812095_383171890_n

„მოგესალმებით ვარდების მოედნისა და ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი შეკრების მონაწილეებს. დღეს მე და ტქვენ შესაძოა ეს ზღვა გვაშორებდეს, მაგრამ ჩემი გული ტქვენტან უნისონში ჟრერს და ითვლის წამებს ჩვენს საბოლოო გამარჯვებამდე. ის რა ც ჩვენ დავიწყეთ 2003 წელს იყო მთელი რეფიონის შეცვლა და ჩვენი მიღწევებით ვამაყობთ,. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკას და გავიყვანთ ამ ფანჯარას ევროპაში. ჩვენ დავაკელით გურიას ხელი მაგრამ მთლიანად ვანაზღაურებთ, აჭარა იყო ჩემი პრეზიდენტობის მტავარი პროექტი, ბევრი რამ დამრცა გასაჯკეთებელი. ძალიან ბევრი პროექტი რომელიც წინა არის და რომელიც აუცილებლდა გაკეთდება. ბოლო ოთხ წელიწადში არ მივეცით უფლება ივანიშვილს მოეკლა ქუთაისში პარლამენტი. ჩვენ აუცილებალდ დავამთარევრებთ სვანეთის კურორტების განვიტარებას, მივიყვანთ აუცილებლად გვირაბს ბოლომდე რომელიც შეაერთებს სვანეთს მთლიან საქართველოსთან. მსურს მივესალმო ჩემი ვენახის მეზობლებს, მივესალმები მცხეთა-მთიანეთს, ჩემი პრეზიდენტობა დავასრულე იმით, რომ დავლაშქრე მყინვარწვერი, იქიდან ძალიან კარგად ცანს საქართველოს განვიტარება. ჩვენ ყველა ერთად გავაგრძელებთ ძლიერი და ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლას, ნაციონალური მოძრაობა იქნება თქვენი დამცველი. მივესალმები სტუდენტებს, არავინ არ უნდა დაივიწყოს უნივერსიტეტი და სწავლა იმიტომ, რომ ფული არ აქვს. მთავრობამ, რომელიც დღეს არის საქართველოში, ცაკლა ჩვენი ლოგისტიკური ცენტრი მანქანების, მივიყვანთ რუსთავამდე ავტობანს, რომელიც რუსთავის მსოახლეობას შემოსავლის წყაროს გაუჩენს.

მივესალმები თბილისელებს, ჩემს მშობლიურ განსაკუთრებულ თბულისს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საქართველოს დედაქალაქში. გამარჯვება ძალიან ახლოსაა. ხედავთ რომ ხალხი დაირალა უმოქმედობით, დაპაუზებით, მათ მოენატრათ დრაივი, ტემპი, აღმშენებლობა და ესეც ჩვენი გამარჯვების საწინდარია. მათ არ უნდათ, რომ საქართველო ერთი ფეოდალის სათამაშო იყოს. ესეც ჩვენი გამარჯვების უცილობელი საწინდარია. ხალხს აღარ უნდა მუდმივი დაჭერები, ერთ წრეზე სიარული, როდესაც მტავრობის ერთადერთი გასართობი კომპრომატების ძებნაა, ხალხს აღარ უნდა უკან გახედვა.

მსურს ვუთხრა ჩვენს პოლიცილებეს და ჯარისკაცებს, ჩვენ ვამაყობთ ტქვით., ჩვენ არ უნდა შევეხოთ ჩვენს მოხელეებს,ს ახელმწიფო სამსახური და იქ მირებული გამოცდილება არის ჩვენი ერთ-ერთი მონაპოვარი.

მე ხშირად მადანაშაულებდნენ რომ ათასობით ადამიანი გავუშვით და დავუფინანსეთ სწავლა, ეს ხალხი შეირცა კონკურსით, ჩვენ უნდა გავუშვატ ერთი ადამიანი, ეს ადამიანი არის ივანიშვილი. მას თავი უნდა დავანებოთ და მანაც თავი უნდა დაგვანებოს. ხალხს უნდა ახალი ენერგია, გამარჯვების შემდეგ უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი მთავრობა. ზუსტად სამ დღეში სამუდამოდ დასრულდება ერთი ახირებული რუსი ოლიგარქის ექპერიმენტი, რომელმაც გადაწყვიტა ჩვენი დაპირისპირება. სამ დღეში შეჩერდება 9 თვის ბავშვის მკვლელობით და ცოცხებით მოსული ხელისუფლების მიერ გამოწვეული დაპაუზებული პოლიტიკა. სამ დრეში საქართველოში განახლდება აღმშენებლობა და წინსვლა. ჩვენ დავიწყებთ ფეხზე ადგომას და შემდეგ სწრაფი ტემპით ავანაზღაურებთ დანაკარგს. ვინც არ გაიყიდეთ, ვინც არ წახვედით კომპრომისებზე, თქვენ უნდა გაიყვანოთ, ჩვენ უნდა გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე. სამ დღეში აღარ ექნება მნიშვნელობა ვის მისცა ხმა 2012 წელს. სამი დღეა დარჩენილი ჩემთვის ზღვის გადმოლახვამდე. ეს არის სამი დღე გამარჯვებამდე, შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია „იმედის“ კვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 36-პროცენტიანი რეიტინგი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 13 პროცენტიანი
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი: სულ ცოტა დაგვრჩა გამარჯვებამდე, დღეები და საათები