“სამეფო კარის თამაშებმა” მეშვიდე სეზონისთვის კასტინგი გამოაცხადა

9“სამეფო კარის თამაშების” შემქმნელებმა, მეშვიდე სეზონისათვის მსახიობების კასტინგი გამოაცხადეს – პროექტის ფანების საიტი Watchers on the Wall-ი წერს.
პორტალის წყაროს ინფორმაციით, ავტორები ორი პერსონაჟის მსახიობებს ეძებენ. ერთი უნდა იყოს 16 წლის გოგონა, რომელსაც ძირითადი როლი ექნება. გარეგნობაზე განსაკუთრებული მოთხოვნები არ არის, იმის გარდა, რომ ის ევროპული რასის წარმომადგენელი უნდა იყოს.
მეორე როლისთვის საჭიროა 10 წლის ბიჭი, რომელიც, ისევე, როგორც 16 წლის მოზარდი, მნიშვნელოვან სცენებში გამოჩნდება. ორივე მსახიობთან ეპიზოდების გადაღება სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება.

“სამეფო კარის თამაშები” ამერიკული სერიალია, რომელიც 2011 წლიდან არის ეთერში. უახლოეს წლებში მინიმუმ ორი, მეშვიდე და მერვე სეზონების გადაღებაა დაგეგმილი.

banner
წინა სტატიაშიპენსილვანიაში მეუღლეებმა ქალიშვილი საკუთარ ახლობელს აჩუქეს
შემდეგი სტატიატოკიოს გუბერნატორი აგარაკზე სამსახურეობრივი მანქანით მგზავრობის გამო გადადგა