სამეგრელოში “ქართული ოცნების” გამარჯვებას ზეიმობენ

მერაბ ქვარაია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სამეგრელოში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გამარჯვებას ზეიმობენ.

როგორც „ქართული ოცნების“ ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ განაცხადა, მმართველმა გუნდმა შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კანდიდატი პასუხისმგებლობის გრძნობით მოვეკიდებით ამ ნდობის გამოხატულებას“, – აღნიშნა ქვარაიამ.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კიდევ ერთი კანდიდატის ედიშერ თოლორაიას თქმით კი, ეს ზუგდიდის და ქვეყნის გამარჯვებაა.

„ყველა ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“. რაც შეეხება ჩემ კონკურენტს, მან გადაწყვეტილება მიიღო და რაც გასაკეთებელი იყო, გააკეთა“, – აღნიშნა ედიშერ თოლორაიამ.

ჯიხაშკარის 108-ე უბანზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ 255 ხმა მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კი – 103.

ხმების დათვლის შედეგების მისედვით, გამგებლობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ ლაშა გოგიამ ამომრჩევლის 253 ხმა მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესიკ გაბუნია – 108.

banner
წინა სტატიაში,,განგსტერული,, თავდასხმები სენაკში – პოლიციამ მოხუცს პირიდან კალოში ამოუღო
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: არჩევნებში გამარჯვება „ქართული ოცნებისთვის“ არის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა