სამეგრელოში ხანძრის შედეგად მოხუცი და-ძმა გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში. გვიან ღამით, ბეჭვაიების სახლს ხანძარი გაუჩნდა, რის შედეგადაც მოხუცი და-ძმა ლომინი და ნელი ბეჭვაიები ადგილზე დაიღუპნენ.
წინასწარი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სიგარეტის ნამწვავია.
ბეჭვაიების მეზობლების ინფორმაციით, და-ძმა ინცინდენტის დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
მამაკაცი 62 წლის იყო, მის დას კი 65 წელი შეუსრულდებოდა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: “რუსთავი 2”-ზე დავა ჩემთვისაც და საზოგადოების სხვა წევრებისთვისაც, უკვე დამღლელია
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე: ჩვენ არ ვწყვეტთ რა შენობებში ვიქნებით