სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებს ენერგომომარაგება სრულად აღუდგა

განუკითხაობა ,,ენერგოპროს,, მხრიდან გრძელდება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სტაბილურად მიეწოდება. როგორც “თაიმერს” “ენერგო-პრო ჯორჯიადან” აცნობეს, კომპანიის ტექნიკური სამსახური კვლავ საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, სრულად არის აღდგენილი სამეგრელოს და იმერეთის რეგიონების ენერგომომარაგება, აგრეთვე ავარიების აღმოფხვრა სრულდება რაჭა-ლეჩხუმის მხარეში, სადაც ელექტროენერგიის გარეშე 1 ფიდერი რჩება.
“რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, აჭარასა და გურიაში აბონენტების აბსოლუტურ უმრავლესობას ასევე მიეწოდება ელექტროენერგია, თუმცა არის დარჩენილი რთული მონაკვეთები, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები, მობილიზებულია ტექნიკა და შესაბამისი ბრიგადები. აღდგენითი სამუშაოები გრძელდება და უამინდობით მიყენებული ზიანის აღმოფხვრისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება დარჩენილ აბონენტებსაც აღუდგებათ”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიობამამ ჰიპოთეთიკურ მესამე ვადის არჩევაზე უარი განაცხადა
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები სპეც უბნებზე განცხადებას ავრცელებენ