,,სამეგრელოსა და გურიაში პარტიის კანდიდატების გამარჯვება, მომავლისთვის ძალიან დიდი შემობრუნების დასაწყისი იყო”

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ დავით ბაქრაძის განცხადებით, გუშინ სამეგრელოსა და გურიაში პარტიის კანდიდატების გამარჯვება, საქართველოს მომავლისთვის ძალიან დიდი შემობრუნების დასაწყისი იყო.

“მინდა გამოვეხმაურო გუშინ გამართული არჩვენების წინასწარ შედეგებს. მიმაჩნია, რომ ის რაც გუშინ მოხდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში იყო ძალიან დიდი შემობრუნების დასაწყისი საქართველოს მომავლისთვის. ვინაიდან გუშინ ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ უთხრა უარი ივანიშვილის რეჟიმს და უნიათო ხელისუფლებას. ხელისუფლება, რომელიც არ ზრუნავს ხალხზე, ასეთი ხელისუფლება საქართველოში დამარცხდება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მომავლისთვის. მინდა ასევე შევეხო კორცხელის თემას. იქ რაც მოხდა, თავისი სისასტიკით, თავისი, თავისი ცინიზმით ცილდებოდა ყოველგვარ ფარგლებს. ქართულმა ოცნებამ გუშინ მოაწყო სისხლიანი ანგარიშსწორება ოპონენტების წინააღმდეგ. მაგრამ ამომრჩეველმა ამას გასცა პასუხი გუშინვე კორცხელში, როცა მხარი დაუჭირეს ნაციონალურ მოძრაობას”, – განაცხადა ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ,,ქართული ოცნების” წევრებს შორის დაპირისპირება ლაშა გოგიას ცემით დასრულდა
შემდეგი სტატია“მოვუწოდებთ რუსეთს მოახდინოს ამ ჩვენს დაპირებაზე საპასუხო რეაგირება”