სამეგრელოს საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საპატრულო პოლიციის უფროსად წალკის მუნიციპალიტეტის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი ნიკოლოზ (კოკა) გადელია დაინიშნა. გადელიას დანიშნვის შესახებ სპეციალურ ბრძანებას შსს მინისტრმა ხელი გუშინ მოაწერა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წალკის სამმართველოში ის მაღალ თანამდებობას ამ დრომდე იკავებდა. ნიკოლოზ გადელია მუშაობას რეგიონში დღეიდან შეუდგა.

banner
წინა სტატიაშიმოსახლეობა ბიძგებს ისევ იგრძნობს
შემდეგი სტატიასამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა