ექსკლუზივი: სამეგრელოს მაჟორიტართა კანდიდატები

SAMEGRELO-ZEMOSVANETI12როგორც „თაიმერმა“გაარკვია, წინასაარჩევნო მღელვარება კულმინაციას აღწევს ზუგდიდში, სადაც „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატობისთვის რამდენიმე კანდიდატურა იბრძვის.

„თაიმერის“ მონაცემებით, დეპუტატობის კანდიდატობას საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია და გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია უმიზნებენ. ეს უკანასკნელი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მისტრის ახლო მეგობარია.

„რესპულიკელები“ ზუგდიდში მაჟორიტარ დეპუტატად ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი თოდუა ასახელებენ. ზუგდიდის მაჟორიტარობას გეგმავს, აგრეთვე, ვახტანგ ცხადაია, რომელიც სამეგრელოში პაატა ბურჭულაძის ფონდის თავმჯდომარეა. ცხადაია წლების განმავლობაში სხვადასხავა თანამდებობაზე მუშაობდა. ბოლოს კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე იყო.

ჩვენი წყაროს ცნობით, მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურაზე ჯერ არ შეჯერებულა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალები“ ლაშა დამენიას კანდიდატურას განიხილავენ რაიონში, რომელიც საარჩევნო ბატალიებში საკმაოდ გამოცდილია. ქალაქში ჯერ გადაწყვეტილი არ არის თუ ვინ იქნება  დეპუტატობის კანდიდატი. რაც შეეხება ჩხოროწყუს, აქ პაატა ბურჭულაძის ფონდს საუკეთესო კანდიდატი ჰყავს, რომელიც ადგილობრივებში დიდი პატივისცემით სარგებლობს. ეს არის მერაბ შელია. მისი პოლიტიკური კარიერა „ნაციონალური მოძრაობიდან“ იწყება. იგი ერთ დროს ჩხოროწყუს გამგებელიც კი იყო.

„თაიმერს“ ისიც აცნობეს, რომ ზუგდიდის რაიონში „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობის სურვილი მუნიციპალიტეტის გამგებელს ედიშერ თოლორაიასაც გააჩნია. შეგახსენებთ, თოლარაია „ქართული ოცნების“ პარტიულ სიაში იყო. მისი სიმამრი ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარია და მას შეეძლო პარლამეტარი გამხადრიყო, თუმცა უცნობია, რამ ან ვინ შეუშალა მას ხელი.

“თაიმერის „ ინფორმაციით, სამგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ხობის რაიონში წარადგენს საკუთარ კანდიდატურას. „ქართული ოცნებიდან“ მაჟორიტარობა გოდერძი ბუკიასაც უნდოდა, თუმცა ახლა იგი პაატა ბურჭულაძის ფონდში „გადაპორტირდა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ბუკიას შერკინება გუბერნატორ ლევან შონიასთან მოუწევს. ამ უკანასკლელმა კი,ჩვენი ინფორმაციით, საარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდა უკვე დაიწყო. სენაკიდან მაჟორიტარობის სურვილი ტრადიციულად კახაბერ რუსიას აქვს და, ალბათ, „ქართული ოცნება“ სწორედ მას წარადგენს. წალენჯიხიდან მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. აქ კლანების ჭიდილი კულმინაციას აღწევს.

banner
წინა სტატიაში(video) ჯონ კერიმ პარიზის შეთანხმებას ხელი შვილიშვილთან ერთად მოაწერა
შემდეგი სტატიააშშ-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რუსეთს უწოდა “ბანგლადეში რაკეტით”