სამეგრელო-უმუშევრობა, ნეპოტიზმი, გაძვირებული მედიკამენტები

სამეგრელოში რეგიონში არსებულ პრობლემებზე არჩევანთან საუბრობენ. სამეგრელოში ერთ-ერთ ძირითად პრობლემად სოციალურ საკითხებს ასახელებენ.ადგილობრივები ჩივიან, რომ სოციალური დახმარება არა აქვთ და შემოსავალი, ძირითადად, საკვებში მიდის.სამეგრელოში აზიური ფაროსანას მიერ განადგურებულ მოსავალს უჩივიან.

„როცა ხმა სჭირდებათ, მაშინ ახსენდებათ ხალხი, თორემ ჩვენ ხალხად კი არა, ჭიანჭველად მივაჩნივართ მაგათ,“ – განაცხადა ზუგდიდის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

ადგილობრივები გაძვირებულ ცხოვრებას უჩივიან და აცხადებენ, რომ ცხოვრების დონე გაუარესდა.სამეგრელოში მედიკამენტებზე ფასების ზრდასაც უჩივიან. ადგილობრივების თქმით, უმუშევრობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს.

„ექიმმა რომ გამოწეროს, წამალს ვერ ვიყიდით, ისე სწრაფად და კატასტროფულად იზრდება ფასები,“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

https://youtu.be/YpqfG7of7-w

banner
წინა სტატიაშიჰაკერებმა ფხენიანის ლიდერის კიმ ჩენ ინის მკვლელობის გეგმა მოიპარეს
შემდეგი სტატიარუსეთში მწვრთნელმა აღსაზრდელს ჰოკიჯოხი ურტყა (ვიდეო)