სამების ტაძარში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით შესაძლოა, რამდენიმე სასულიერო პირი დააკავონ

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ სამების საკათედრო ტაძარში გაჩენილი ხანძარი ხელოვნურად იყო გამოწვეული. არსებული ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან კონსულტაციები უკვე გაიმართა.

წყარო შსს-ს წარმომადგენლებზე დაყრდნობით ასევე აცხადებს, რომ ხანძრის კერასთან ახლოს აღმოჩენილია ე.წ. ცელოფნით გაკეთებული ჯაჭვი, რაც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ცეცხლი სწორედ მისი დახმარებით გაჩნდა.

გამოძიებამ ხანძრის გაჩენის საქმეზე რამდენიმე პირი მათ შორის სასულიეროც უკვე დაიკითხა და კიდევ რამდენიმეს დაკითხვა იგეგმება. არ არის გამორიცხული, საქმეში სასულიერო პირებიც ფიგურირებდნენ და ბრალის გამოკვეთის შემთხვევაში მათი დაკავებაც კი მოხდეს.

 

წყარო: frontnews.ge

banner
წინა სტატიაშიმოსკოვის ნაცვლად ანწუხელიძის სახელობის ქუჩა- ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივა
შემდეგი სტატიაკინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს ზურაბ მაღალაშვილი უხელმძღვანელებს