სამებაში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს

სამებაში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.

წირვის დასრულებამდე სამების საკათედრო ტაძარში წყალკურთხევის რიტუალი შესრულდება, რომლის დროსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში წყალს აკურთხებს. ნაკურთხი წყალი მრევლს გაუნაწილდება.

წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.

დღეს სამების ტაძარში ჩვილთა საყოველთაო 42-ე ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 659 ბავშვი გახდება.

პატარებს საჩუქრად ჯვარი, ნათლობის მოწმობა და საშობაო ეპისტოლე გადაეცემათ.

ნათლობა სამების საკათედრო ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ ილია II ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

banner
წინა სტატიაშიაჭარის სანაპირო ზოლში დღეს ხუთ ბალიანი შტორმია მოსალოდნელი
შემდეგი სტატიაეკა ბესელიამ პატიმრების წერილების გამოქვეყნება დაიწყო