“სამასი მოწმე იყო დასაკითხი და არ დაიკითხა” – გიორგი ცააძის და

კორტების სპეცოპერაციის საქმეზე გასამართლებულების ოჯახის წევრები საქმის განმხილველი მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური დევნის საკითხის დაწყებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ოფიციალურად მიმართეს. ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძის ოჯახის წევრები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილს დარღვევებით ჩატარებულ სასამართლო განხილვებში ადანაშაულებენ.

“მხოლოდ ის არის საკმარისი სათქმელად, რომ შვიდ თვენახევარი დაეთმო ბრალდების მხარეს და მხოლოდ თვე ნახევარი იყო დათმობილი დაცვის მხარისთვის. ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი დარღვევა როგორიც იყო შვიდი სპეცრაზმელის, მოსყიდული, დაშინებული სპეცრაზმელების ერთ საკანში განთავსება, რომელიც არანაირად არ იყო კანონის მიხედვით დაშვებული “ – განაცხადა ირაკლი ფირცხალავას მეუღლემ ნინო ხვიტიამ.

გიორგი ცააძის დის ირინა ცააძის თქმით, სამასი დასაკითხი მოწმინდან მხოლოდ 5-ის დაკითხვა მოხერხდა.

“სამასი მოწმე იყო დასაკითხი და არ დაიკითხა, ჩვენი მხრიდან დაკითხულია მხოლოდ 5 ადამიანი არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ დაკითხულიყვნენ ეს მოწმეები და აი ესე დამთავრდა ეს“ – აღნიშნა ცააძის დამ.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ახალი თავმჯდომარე წარუდგინეს
შემდეგი სტატიაობამამ პრეზიდენტობის შემდეგ საკუთარ გეგმებზე ილაპარაკა