სამაშველო ოპერაცია დასრულდა – ოთხივე მეშახტე დაღუპულია

ტყიბულში 13-საათიანი სამაშველო ოპერაცია დასრულდა – ოთხივე მეშახტე დაღუპულია. შესაბამისი სამსახურები ტერიტორიას ტოვებენ.

ტყიბულის ერთ-ერთ შახტაში უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა – ბაგირის გაწყვეტის შედეგად 4 მაღაროელი 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

შესაბამის სამსახურებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და შრომის ინსპექტორების ჯგუფი.

განცხადებები გაავრცელეს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.

მომხდარს გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

შსს-მ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი 10 მაისს გაიმართება
შემდეგი სტატიასუს-მა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა