“სამართლიანობის აღდგენა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე აღებული N1 ვალდებულებაა”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წინასაარჩევნო დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო.

პარტიის ლიდერები და ხელისუფლების წარმომადგენლები აღიარებენ, რომ დაპირების შესრულება გაჭიანურდა. პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ამ თემაზე დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა მეტად უნდა შეაწუხონ პროკურატურა.

სამართლიანობის აღდგენაზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ზვიად კვაჭანტირაძე საუბრობს:

– გაჭიანურდა სამართლიანობის აღდგენის პროცესი, მთელი რიგი სუბიექტური მიზეზების გამო. თუმცა, ამის გასამართლებელ არგუმენტად მოყვანა ძალიან დიდი უხერხულობაა, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი ამომრჩევლის წინაშე აღებულ ერთ-ერთი ნომერ პირველი ვალდებულება. წინა ხელისუფლების პირობებში ბევრი დაზარალებულია, რომელთაც ქონება წაართვეს და საქმეთა სიმრავლის გამო, მეპატრონეებისთვის ქონების დაბრუნების პროცესი გაჭიანურდა.

სამართლიანობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი იქნებოდა ქონებრივი უფლებების დაბრუნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ხელისუფლებამ ათასგვარი ხრიკების, ტერორის, შანტაჟის გამოყენებით წაართვა საკუთარი ქონება.

საქმე იმაშია რომ აურაცხელი განცხადებაა შესული, როგორც პარლამენტში ასევე პროკურატურაში. ზუსტად გუშინ ვიხილავდი, ერთ-ერთი ბიზნესმენის საკითხს, რომელიც იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და გადასახლებულიყო ლონდონში.

მას წინა ხელისუფლებამ წაართვა ყველაფერი. ესეც არ იკმარა და აბსოლუტურად დაუმსახურებელი ჯარიმები დაუწესა. ახლა ეს ადამიანი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეძებს სამართალს, რომ ხელმეორედ განიხილონ მისი საქმე.

გამომდინარე საჩივრების დიდი რაოდენობიდან, უფრო სწრაფად ამ პროცესების წამართვა ვერ ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტიც კი. როგორც ჩანს, ესეც არ არის საკმარისი, რომ საქმეები დროულად გამოიძონ”,- განაცხადა ზვიად კავაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაში„ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებს ლარის კურსზე გავლენა არ აქვს“
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ვითხოვთ ბოდიშს და ამ ინფორმაციის უარყოფას