“სამართლიანმა არჩევნებმა” საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა და უბნების დახურვა 22 საათის მონაცემებით, შეაჯამა და შედეგები წარმოადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, ხმის მიცემა უმეტეს უბნებში წესების სრული დაცვით წარიმართა, 1 უბნის გარდა, დაფიქსირებული დარღვევები უმნიშვნელო იყო, რომლებსაც ბენიძის თქმით, საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენა არ შეეძლო.