“სამართლიან არჩევნებს მართავენ ჩვენი პოლიტიკური კონკურენტები”- ინაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებას უარყოფს

ჩემს და დავით თარხან-მოურავის სატელეფონო საუბრებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური პირდაპირ ისმენს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც საარჩევნო სუბიექტის, „დავით-თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ჯიხურიდან მოქალაქეებს უფასო საკვები პროდუქტი ურიგდებათ, თავად პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი გამოეხმაურა. ინაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციას მიზანმიმართულ სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და „სამართლიანი არჩევნების“ წინააღმდეგ სარჩელის შეტანასაც აპირებს.

“ასეთი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელება ერთ-ერთი რეიტინგული პარტიის წინააღმდეგ, ეს არის მაშინ დაინტერესებული მხარე, მე ასე ვიტყოდი და მე არ გამოვრიცხავ, რომ სამართლიან არჩევნებს მართავენ ჩვენი პოლიტიკური კონკურენტები. იმოქმედებენ ჩვენი იურისტები და მივმართავთ სასამართლოსაც, მივმართავთ პროკურატურასაც,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პოლიტიკურ პარტიასთან ყველა სახის კავშირს უარყოფს. იმ ორგანიზაციის წარმომადგენელიც, რომელიც მოსახლეობას უფასო საკვებს ურიგებს.

banner
წინა სტატიაში„დემოკრატიული მოძრაობა“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად გონერი პაპავას დაასახელებს
შემდეგი სტატიაპაატა დავითაია: „პრემიერმა სომხეთის პრეზიდენტს დურეკოს და პასუხი მოსთხოვოს!“