სამართალდამცველებმა ქერჩის ქუჩაზე გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს

10ddd7868რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა ქერჩის ქუჩაზე გუშინ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს. ბრალდებულმა უკე აღიარა ჩადენილი დანაშაული, მან დეტალურად აუხსნა სამართალდამცავებს თუ როგორ ჩაიდინა დანაშაული.

შემთხვევის ადგილზე მიყვანის ამსახველ იდეომასალას ტელეკომპანია “რუსთავი2” ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, გლდანი-ნაძალადევის, შიდა ქართლის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ი.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ხაშურის რაიონში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, პირადი მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, 1985 წელს დაბადებულ ვ.წ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე ხაშურის რაიონში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

banner
წინა სტატიაშიმუხათგვერდის სასაფლაოზე ყაყაჩოების აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიაბელგიაში პოლიციელზე თავდასხმა კვალიფიცირებულია, როგორც ტერორიზმი