სამართალდამცველები ალექსი პეტრიაშვილის თანმხლებ სამ პირს კითხავს

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

“თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანის ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტზე, დანაშაულის ადგილზე მყოფი სამი პირის დაკითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში მიმდინარეობს.

დანაშაულის მოტივის დადგენის მიზნით, პოლიცია იმ სამ პირს კითხავს, რომელიც პეტრიაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე, ლევან მიქელაძის საფლავზე ახლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შსს მიმართავს ფაქტის თვითმხილველ პირებს, დანაშაულის დროულად გამოძიების მიზნით, ითანამშრომლონ სამართალდამცავ ორგანოებთან.

banner
წინა სტატიაში“არჩევნების წელს, როდესაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ხდება შეიარაღებული თავდასხმა, რაზე უნდა ვილაპარაკოთ”
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: უნდა იყოს სასწრაფოდ გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი